"მანჩესტერ იუნაიტედის" ფანებისთვის "ენფილდი", შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე საძულველი სტადიონია.
თუმცა, ბევრმა მათგანმა არ იცის, რომ "წითელმა ეშმაკებმა" "ლივერპულის" სტადიონი საშინაო მატჩისთვის გამოიყენა.
ამის გაკეთება "იუნაიტედს", ფანების ცუდი ქმედებების გამო მოუწია. გუნდი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა და საშინაო მატჩების ჩასატარებლად ნეიტრალური ადგილის არჩევა მოუწია.
შედეგად, 1971 წლის 20 აგვისტოს, "იუნაიტედმა" "ენფილდზე" "არსენალს" უმასპინძლა. შეხვედრას, რომელსაც 27 000 ქომაგი დაესწო, "იუნაიტედის" გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. გოლები ბრაიან კიდმა, ალან გოულინგმა და ბობი ჩარლტონმა გაიტანეს.