Belive

ზუსტად 33 წლის წინ: საქართველოში დამოუკიდებელი ჩემპიონატი გაიხსნა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზუსტად 33 წლის წინ, 1990 წლის 30 მარტს, საქართველოში პირველი დამოუკიდებელი ჩემპიონატი გაიხსნა.

ეროვნული ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ “დინამო თბილისი” (მაშინ “იბერია”) და ფოთის “კოლხეთი” წარდგნენ. მატჩი ზღვისპირელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა, ერთადერთი ბურთი კი თბილისური კლუბის კაპიტანმა გელა კეტაშვილმა საკუთარ კარში ჩაჭრა.

დინამო: ზ.ხაპოვი, გ.კეტაშვილი, კ.ცხადაძე, მ.არზიანი, ს.ჭედია, ზ.რევიშვილი (გ.ჩიქოვანი), თ.ქეცბაია, კ.კაჭარავა, გ.ცაავა (გ.ჯიშკარიანი), გ.გურული, კ.გოგიჩაიშვილი.

კოლხეთი: მ.გვასალია, ა.კურგენიანი, რ.ქაჯაია, გ.გიორგაძე, გ.გიგატაძე, მ.შამათავა, ზ.თოფურია (ო.თიბილაშვილი), დ.მახარაძე (ზ.ინიაშვილი), ი.ჯუღელი, ნ.თვარაძე, ო.ავრამიდისი (მ.ბაჯალაძე).

მსაჯი: ვ.მიმინოშვილი

სხვა სტატიები