ზუსტად 32 წლის წინ: საქართველოში პირველი დამოუკიდებელი ჩემპიონატი დაიწყო!
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"საყვარელო დანო და ძმანო, გილოცავთ ნანატრი დღის დადგომას, გილოცავთ ეროვნული ჩემპიონატის პირველ დღეს. ძვირფასო მეგობრებო, ამ დღეს ქართული ფეხბურთი შემოუერთდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და იგი ჩვენთან ერთად იბრძვის საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. იმპერიული ძალების წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ გავიმარჯვეთ და მივაღწიეთ საქართველოს ფეხბურთის დამოუკიდებელი ფედერაციის გამოყოფას იმპერიული ფედერაციიდან. გაუმარჯოს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”, – ეს სიტყვები საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ “დინამო არენას” გადაჭედილი ტრიბუნების ქვეშ წარმოთქვა.