Belive

ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძვის

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და "ბორდოს" გარემარბი, ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის მაისის თვის საუკეთესოობისთვის იბრძვის.

22 წლის ქართველ ფეხბურთელს ორი კონკურენტი ჰყავს, "დიჟონის" ლუმ ჩაუნა და "ლავალის" დემბო სილა.

ქართველი ფეხბურთელისთვის ხმის მიცემა მითითებულ ბმულზე გადასვლით არის შესაძლებელი.

ზურიკო დავითაშვილმა მაისის თვეში "ბორდოს" შემადგენლობაში ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა 2 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

2022/23 წლების სეზონში ქართველი ფეხბურთელის აქტივში "ბორდოს" მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 მატჩში 6 გატანილი გოლი და 3 გაკეთებული საგოლე პასია.

სხვა სტატიები