Belive

ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევი, ზურიკო დავითაშვილი Sofascore-ს ვერსიით საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

22 წლის ქართველმა შემტევმა 36-ე სათამაშო კვირაში "გენგამის" წინააღმდეგ - 3:0 მოგებულ მატჩში სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული თამაში აჩვენა, გოლის გატანა მოახერხა, საგოლე პასიც გააკეთა და როგორც შემტევ, ისე დაცვით ფაზაში შესანიშნავად მოქმედებდა, საბოლოო ჯამში კი 8.1 კოეფიციენტით შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა.

სათამაშო კვირის საუკეთესო თერთმეტ ფეხბურთელს შორის "ბორდოს" შემადგენლობიდან ზურიკო დავითაშვილთან ერთად, კიდევ 2 ფეხბურთელი ცენტრალური მცველები, შტან გრეგერსენი და გუნდის კაპიტანი, იოან ბარბე მოხვდა.

ზურიკო დავითაშვილის 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები