Belive

ზურიკო დავითაშვილი: "გულშემატკივრის წინაშე უფრო მოტივიორებულები ვითამაშებთ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს. მეექვსე და მეშვიდე ტურების მატჩებისთვის ეროვნულმა გუნდმა მზადება უკვე დაიწყო. ვილი სანიოლმა "ჯვაროსნების" 25-კაციან შემადგენლობასთან ერთად საწვრთნელი პროცესი თბილისში დაიწყო, საიდანაც გუნდი 7 ოქტომბერს ბათუმში გაემართება და 9-ში საბერძნეთის წინააღმდეგ შეხვედრისთვის მოემზადება. მზადების პროცესში, მოახლოებული მატჩების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურთან კომენტარი ეროვნული გუნდის და ტულას "არსენალის" შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა.
"ფეხბურთელებისთვის ყველაზე კომფორტული გულშემატკივრების წინაშე თამაშია. მათ გარეშე თამაში განსხვავებულ განწყობას ქმნის, შესაბამისად გულშემტკივართან ერთად უფრო მოტივირებული ვითამაშებთ. საბერძნეთის წინააღმდეგ რთულ მატჩს ველოდები, მათ კარგი გუნდი ყავთ, ჩვენ უკვე გავმართეთ ერთი შეხვედრა. კარგად გავაანალიზებთ მეტოქის თამაშს, შევეცდებით მათი სუსტი წერტილების გამოყენებას და იმედი მაქვს ყველაფერი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება", - თქვა 20 წლის მარცხენა შემტევმა.
საქართველოს ნაკრების მიერ სექტემბრის თვეში გამართულ სამ შეხვედრაში გატანილი ერთი გოლი ზურიკო დავითაშვილის აქტივშია. “ჯვაროსნები” 9 ოქტომბერს, ბათუმში, ცენტრალურ სტადიონზე საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებენ, 12-ში კი კოსოვოს, პრიშტინაში ესტუმრება.

სხვა სტატიები