Belive

ზურიკო დავითაშვილი: ,,ახლა საჭიროა, თავი ავწიოთ და წინ ვიყუროთ''

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემტევი, ზურიკო დავითაშვილი ისრაელთან მარცხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

,,ქართველი ხალხის ერთიანობა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ჩვენს გარშემო იყო, ნამდვილად სამაგალითოა და დღის ასეთი დასასრული არაა ის, რაც თქვენ დაიმსახურეთ. საფინალო სასტვენი, ხალხის იდენტური რაოდენობა ტრიბუნებზე და საოცარი მხარდაჭერა მუდამ დარჩება ჩემს გონებაში. მადლობა არის ძალიან სუსტი სიტყვა, რაც გულშემატკივრებისადმი ჩემს და გუნდის მადლიერებას გამოხატავს...

ახლა კი საჭიროა თავი ავწიოთ და წინ ვიყუროთ. იქ, სადაც მომავლის ლამაზი დღეები ერთად უნდა შევქმნათ!'' - წერს ზურიკო დავითაშვილი ფეისბუკის გვერდზე.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრაში საქართველო ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

სხვა სტატიები