Belive

ზურიკო დავითაშვილის შეფასება კანთან მატჩში

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის 31-ე ტურში "კანმა" საკუთარ მოედანზე "ბორდო" მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ბორდოს რიგებში შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა. მატჩის ერთადერთი გოლი სწორედ ზურიკოს ასისტით, მე-20 წუთზე გავიდა. ქართველმა პედრო დიაზს გაატანინა. მატჩის პირველი ტაიმი ინტენსიური გამოდგა და ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, იქამდე, სანამ დავითაშვილი საგოლე გადაცემას გააკეთებდა, მე-12 წუთზე თავად დარჩა ერთ-ერთზე, თუმცა მასპინძელთა მეკარემ აჯობა.

sofascore-ის შეფასებით, ზურიკო საკუთარ გუნდში გოლის ავტორის, პედრო დიაზის და მეკარის შემდეგ საუკეთესო იყო (7.4) ქულით.

ბორდო საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-12 პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო მატჩს "ბასტიას" წინააღმდეგ, საკუთარ კედლებში ჩაატარებს. ზურიკო დავითაშვილს ჩემპიონატში უკვე 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

სხვა სტატიები