Belive

ზურიკო დავითაშვილის შეფასება აიაჩოს წინააღმდეგ

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურის შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილის "ბორდო" "აიაჩოს" დაუპირისპირდა და ქართველის გუნდმა 4:0 გაიმარჯვა. მატჩის 28-ე წუთზე მეორე გოლი სწორედ ზურიკომ გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი შეუცვლელად ითამაშა და Sofascore-ს მიხედვით ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება 7.4 დაიმსახურა. 23 წლის შემტევმა ერთხელ კარში დაარტყა რასაც გოლი მოჰყვა და ერთხელაც კარისკენ. 3 შესრულებული დრიბლინგიდან 1 წარმატებული გამოდგა, ბურთს 47-ჯერ შეეხო, 31 გადაცემა გააკეთა და 27 ზუსტი იყო (87%), 13 ორთაბრძოლიდან 5-ში გამარჯვებული დარჩა.

"ბორდო" ლიგა 2-ის ცხრილში 47 ქულით მე-12 ადგილზეა (13 მოგება, 9 ფრე და 14 მარცხი), შემდეგ შეხვედრას ზურიკო დავითაშვილის გუნდი 10 მაისს "კონკარნოს" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები