Belive

ზურიკო დავითაშვილის დუბლი განსხვავებული რაკურსით | VIDEO

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-9 ტურის შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი მონპელიეს ესტუმრა და მეტოქე 0:2 დაამარცხა. ქართველმა შემტევმა მატჩში დუბლი შეასრულა, ზურიკომ ჯერ მე-2 წუთზე, ხოლო შემდეგ 23-ე წუთზე გაიტანა.

ზურიკო დავითაშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 87-ე წუთზე შეცვალეს, ქართველმა ფეხბურთელმა კარში ორჯერ დაარტყა როგორც უკვე აღვნიშნეთ დუბლი შეასრულა, 2-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 1 წარმატებული გამოდგა, ბურთს 53-ჯერ შეეხო, 37-დან 32 გადაცემა ზუსტად შეასრულა (86%), 6 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 3-ში გაიმარჯვა.

ზურიკო დავითაშვილმა მატჩში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა:

  • Sofascore - 9.0

  • Flashscore - 7.5

სენტ-ეტიენი ლიგა 2-ის ცხრილში 20 ქულით მე-2 ადგილზეა (6 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 18 ოქტომბერს, ლე მანის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 22:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები