"ზურიკო დავითაშვილი ჯერჯერობით არ გამოჯანმრთელებულა" - სენტ ეტიენის მწვრთნელი
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში კალიარი ზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენს დაუპირისპირდა და მატჩი იტალიელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
გუნდის განაცხადში არ იყო ქართველი ფეხბურთელი, მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა სწორედ აღნიშნულ თემაზე ისაუბრა:
ამ მატჩში ზურიკო დავითაშვილმა ვერ ითამაშა, ის ჯერჯერობით არ გამოჯანმრთელებულა და მკურნალობის კურსზე დავტოვეთ. ის მთელი კვირა ვარჯიშობდა და ვიმედოვნებდით, რომ ამ მატჩში მონაწილეობას შეძლებდა, მაგრამ შეხვედრის წინა დღეს, ვარჯიშის ბოლოს კუნთის ტკივილმა შეაწუხა. კალიარიში წასვლამდე ექიმთან კონსულტაცია გავიარეთ და გადავწყვიტეთ, რომ გუნდს არ გამოჰყოლოდა. - ეირიკ ჰორნელანი - სენტ ეტიენის მთავარი მწვრთნელი
სენტ ეტიენისთვის ამხანაგური შეხვედრები ამით დასრულდა. მომდევნო შეხვედრა ახლა მათთვის უკვე ლიგა 2-ში გაიმართება, პირველ ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდი ლავალს დაუპირისპირდება.