Belive

"ზურიკო დავითაშვილი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა" | ალბერტ რიერა - ბორდოს მწვრთნელი

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის 22-ე ტურის მატჩში ზურიკო დავითაშვილის "ბორდომ" საკუთარ არენაზე "ანჟერი" 1:0 დაამარცხა. მატჩში ერთადერთი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა 70-ე წუთზე გაიტანა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ზურიკო დავითაშვილისთვის წინა "ვალენსიენთან" ჩატარებული მატჩი, რომელიც "ბორდომ" 3:1 გაიმარჯვა, საფრანგეთის ლიგა 2-ში ბოლო შეხვედრა იყო, უცხოური წყაროების მიხედვით "ბორდოს" ფინანსური პრობლემები აქვს და ფეხბურთელების გასხვისება სურდა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ქართველის გუნდიდან წასვლის შესახებ გუნდის მთავარ მწვრთნელს ალბერტ რიერას ჰკითხეს, მან თქვა, რომ ზურიკო დავითაშვილი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მას სურს, რომ ქართველმა "ბორდოში" თამაში გააგრძელოს:

თუ შემიძლია ვუთხრა პრეზიდენტს, რომ "ანჟერთან" ამ გამარჯვების შემდეგ გუნდიდან არავინ წავიდეს? მაგრამ მე.... ამ დროისთვის, ჭორების კუთხით ორ სასტარტო მოთამაშეზე ვისაუბრეთ, ზუკაზე (დავითაშვილი) და (ალბერტ) ელისზე.

შეიძლება ისინი არ აპირებენ წასვლას, ან შეიძლება აპირებენ ჩემთან დარჩენას.... და როგორც ჩანს, ამ ორ მოთამაშეს აქ დარჩენა სურს, თამაშის სტილში თავს კარგად გრძნობენ. გუნდისთვის ორივე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ჩემთვის იდეალურია, რომ გუნდიდან არავინ წავიდეს. - ალბერტ რიერა - "ბორდოს" მთავარი მწვრთნელი

(კითხვაზე) ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის (პრეზიდენტი) კმაყოფილი იქნება, თუ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ისინი გუნდს არ დატოვებენ?

რამდენიმე საჩუქრით კიდევ უკეთესი იქნებოდა, მაგრამ არაუშავს, დიახ. ჯობია, რომ არ წავიდნენ, დიახ... მაგრამ თუ მეტი გაკეთდებოდა სატრანსფერო ფანჯარაზე უკეთესი იქნებოდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც მე ახლა ვთქვი პრეზიდენტს არ გაუხარდება. - ალბერტ რიერა - "ბორდოს" მთავარი მწვრთნელი

"ბორდო" საფრანგეთის ლიგა 2-ში 28 ქულით მე-13 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები