Belive

ზლატანმა მის საუკეთესო თერთმეტეულში საკუთარი თავიც დაასახელა

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იმ ფეხბურთელების საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა, რომლებთანაც მისი კარიერის განმავლობაში უთამაშია. საინტერესოა, რომ ზლატანმა საუკეთესოთა გუნდში მისი თავიც დაასახელა.

შვედს კარიერის განმავლობაში არაერთ კლუბში უთამაშია და შიდა ჩემპიონატებს რვა წლის განმავლობაში ზედიზედ იგებდა. ზლატანმა ეს "აიაქსის", "იუვენტუსის", "ინტერის", "ბარსელონასა" და "მილანის" რიგებში მოახერხა. გარდა ამისა, მას "პსჟ-სთან" ერთად საფრანგეთის ჩემპიონატიც აქვს მოგებული. აღსანიშნავია, რომ "მილანში" დაბრუნებულმა ზლატანმა კლუბს 11 წლის შემდეგ იტალიის სერია A მოაგებინა.

მისი კარიერის განმავლობაში ზლატანს არაერთი ვარსკვლავი თანაგუნდელი ჰყოლია. Sky Italia-ს თხოვნით, იბრაჰიმოვიჩმა მათგან საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა, რომელიც ასე გამოიყურება: ჯანლუიჯი ბუფონი, ლილიამ ტურამი, ტიაგო სილვა, ალესანდრო ნესტა, მაქსველი, პატრიკ ვიეირა, ხავი, პავრლ ნედვედი, ლეო მესი, რონალდინიო და თავად ზლატან იბრაჰიმოვიჩი.


No description available.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ ზლატან იბრჰიმოვიჩმა კარიერა დაასრულა. მას კარიერის განმავლობაში ,,მალმიოში”, ,,აიაქსში”, ,,იუვენტუსში”, ,,ინტერში”, ,,ბარსელონაში”, ,,მილანში”, ,,პარი სენ ჟერმენში”, ,,მანჩსტერ იუნაიტედსა” და ,,ლოს ანჯელეს გალაქსიში” თამაშობდა. თავდამსხმელმა საკლუბო დონეზე სულ 866 შეხვედრა ჩაატარა და 511 გოლი გაიტანა. ზლატანი ესპანეთის, იტალიის (5-გზის), ნიდერლანდების (2-გზის) და საფრანგეთის (4-გზის) ჩემპიონია.

სხვა სტატიები