Belive

ზლატანის და მესიასის გარეშე? - მილანი ნაპოლის წინააღმდეგ დანაკლისის რისკის ქვეშ დგას

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "მილანს" უმასპინძლებს.

აღნიშნულ მატჩში სტუმარი გუნდი რამდენიმე ლიდერის დაკარგვის რიკის ქვეშ დგას. კერძოდ, არსებობს იმის დიდი შანსი, რომ "მილანს" მთავარი ვარსკვლავი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი დააკლდეს. ამავე დროს, 22 წლის ქართველი ვარსკვლავის გუნდის წინააღმდეგ მატჩის გამოტოვების საფრთხე ჟუნიორ მესიასსაც ემუქრება. გადაწყვეტილია, რომ ტრავმის გამო "მილანს" პიერ კალულუ ვერ დაეხმარება.

შვედმა და ბრაზილიელმა შემტევებმა ბოლო გუნდურ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიიღეს და ინდივიდუალურად მოემზადნენ. უფრო მეტი შანსია იმისა, რომ იბრაჰიმოვიჩმა "ნაპოლისთან" მოედანზე გასვლა შეძლოს, ვიდე ჟუნიორ მესიასმა, თუმცა საბოლოო სამედიცინო დასკვნა მატჩის წინა დღეს გახდება ცნობილი.

"ნაპოლისა" და "მილანის" შეხვედრა ნეაპოლში 2 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები