Belive

ზლატანი: ,,მესი სამუდამოდ ემახსოვრებათ, მაგრამ არგენტინელი ფეხბურთელები, რომლებიც ცუდად მოიქცნენ, პატივისცემას არ იმსახურებენ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე ისაუბრა:

,,ვთქვი, რომ მსოფლიო ჩემპიონატს აუცილებლად არგენტინის ეროვნული ნაკრები მოიგებდა. სხვას ვის უნდა მოეგო, რომ ისტორიაში სამუდამოდ შესულიყო? მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება, დარწმუნებული ვიყავი, რომ გაიმარჯვებდა.

მომავალში მბაპე კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს. მე კილიანზე არ ვდარდობ, არგენტინელი ფეხბურთელები უფრო მაწუხებს, რადგან მესი სამუდამოდ ემახსოვრებათ, თუმცა სხვები, ვინც ცუდად მოიქცნენ, პატივისცემას არ იმსახურებენ. ამას როგორც მაღალი დონის პროფესიონალი ფეხბურთელი ვამბობ. ასეთი ქცევა იმის ნიშანია, რომ ერთხელ გაიმარჯვე, მაგრამ ამას კიდევ ვერ შეძლებ,'' - იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს RMC Sport-ი ციტირებს.

მსოფლიო ჩემპიონატის მოგება არგენტინის ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა, კილიან მბაპეს გამოსახულებიანი სათამაშოთი აღნიშნა. კადრებში მარტინესთან ერთად მესიც ჩანს, რასაც მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მუნდიალის ფინალში ,,ალბისელესტემ'' საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩში მესიმ დუბლი გაიფორმა, მბაპემ კი - ჰეთ-თრიკი.

სხვა სტატიები