Belive

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "მბაპეს მშობლებმა მოკეტონ, ყველაფერი კილიანმა უნდა გადაწყვიტოს..."

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და "მილანის" 41 წლის ლეგენდარულმა ფორვარდმა - ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, სოციალურ ქსელში კილიან მბაპე მწვავედ გააკრიტიკა.

შვედი ფეხბურთელის მხრიდან, კილიან მბაპეს გაკრიკიტების მთავარი მიზეზი მადრიდის "რეალში" არ გადასვლა იყო.

"მბაპეს, როგორც პიროვნებას, კარგად არ ვიცნობ. როგორც ფეხბურთელი, ის ფანტასტიკურია, თუმცა, როცა კარგავ დისციპლინას, კარგავ იდენტობას.

ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც ზიდანი არის ზიდანი. მბაპეს სურს მიბაძოს მას?! მან სწორი არჩევანი გააკეთა პარიზისთვის და არა საკუთარი თავისთვის. იმიტომ, რომ მან თავი იმ სიტუაციაში ჩაიგდო, როდესაც ის უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე კლუბი. კლუბმა მას მისცა გასაღებები, თუმცა მან უნდა იცოდეს, რომ კლუბზე დიდი ვერასდროს გახდება.

"პსჟ"-ში დარჩენის მთავარი მიზეზი ფულის გამომუშავება იყო, მბაპემ კარგად იცის, რომ ძალიან ძლიერი ბავშია და ამის გამო, მას ფრანგული გრანდი ყველაფერს სთავაზობს, რადგან არ დაკარგონ ვუნდერკინდი, თუმცა რას შვება მბაპე ამ დროს?!

მე მესმის მბაპესი, ის ჯერ ბავშვია, თუმცა ამ ყველაფერში მთავარი დამნაშავეები მისი მშობლები, აგენტები, იურისტები და მწვრთნელები არიან. მის მშობლებს ჰგონიათ, რომ მბაპესთან ერთად ისინიც ვარსკვალვები არიან და ამის გამო თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ. მე ვურჩევ მბაპეს მშობლებს, რომ მოკეტონ და მისი მომავალი მხოლოდ კილიანმა, თავისით გადაწყვიტოს".

სხვა სტატიები