Belive

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანში ბრუნდება?

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

აცრემლებულმა იბრაჰიმოვიჩმა ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განცხადება ივნისში, 41 წლის ასაკში, მილანის გულშემატკივრების წინაშე, სან სიროზე გააკეთა. მილანის დირექტორმა, ჯორჯო ფურლანიმ დაადასტურა, რომ შვედ ვარსკვლავთან მოლაპარაკებები გაიმართა და ის კლუბს, შესაძლოა, ახალი ამპლუით დაუბრუნდეს.

ზლატანი არის ის ჩემპიონი, ვინც ყველა მილანისტასთვის ძვირფასია. ჩვენ მას თვეების განმავლობაში ვესაუბრებოდით და ვნახოთ რა მოხდება. ახლა არ მინდა როლების განხილვა, მაგრამ ზლატანი შესანიშნავი ადამიანია და ის ნამდვილად ზრუნავს მილანზე - ჯორჯო ფურლანი / Sky Sport Italia

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მილანთან ერთად, სერია A-ს ტიტული ორ სხვადასხვა პერიოდში მოიგო, ყოფილი ფეხბურთელი როსონერის ფანებში განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს. იბრაჰიმოვიჩმა დაბრუნებაზე უკვე მიანიშნა, მან ტვიტერზე საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - "tic tac tic tac".

სხვა სტატიები