Belive

ზინედინ ზიდანის მიმართ ჭორები არ წყდება | ამჯერად საქმეში ლონდონელები ჩაერთნენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"რეალ მადრიდიდან" წასვლის შემდეგ, არ წყდება ჭორები ზინედინ ზიდანის ფეხბურთში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ფრანგი სპეციალისტი არაერთხელ დააკავშირეს "მანჩესტერ იუნაიტედთან", "პსჟ-სთან", "იუვენტუსთან" და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთანაც კი. თუმცა, 50 წლის "ზიზუ" კვლავ ჩამოშორებულია სამწვრთნელო საქმიანობას.

2022 წელს ზინედინმა აღნიშნა, რომ მალე საინტერესო სიახლეს გაავრცელებდა.

"მენატრება თუ არა მწვრთნელის პიჯაკი? ცოტაც მოიცადეთ. შორს არ არის ის დრო, რომ მწვრთნელობას დავუბრუნდე." - განაცხადა ზიდანმა  RMC Sport-თან საუბრისას.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსანოდნელია რომ ზიდანმა ინგლისიდან მსხვილი შეთავაზება მიიღოს. Fichajes-ს თანახმად, "ჩელსი" გრემ პოტერის შემცვლელს ეძებს. აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, ლონდონელები მზად არიან ფრანგ სპეციალისტს წელიწადში 15 მილიონი ევრო შესთავაზონ.

შეგახსენებთ, რომ ზიდანმა "რეალში" ასპარეზობის პერიოდში 11 ტიტული მოიგო: 3 ჩემპიონთა ლიგა, 2 საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, 2 ევროპის სუპერ თასი, 2 ლა ლიგა და 2 ესპანეთის სუპერ თასი.

სხვა სტატიები