ზინჩენკოს საოცარი შედეგი პრემიერლიგაში - უკრაინელს მატჩების 82%-ი მოგებული აქვს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის ,,არსენალის'' მცველი, ალექსანდრ ზინჩენკო ამ მომენტისთვის მოგებების პროცენტული მაჩვენებლით პრემიერ ლიგის ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია.
Transfermarkt-ის ცნობით, უკრაინელს ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებული შეხვედრების (88) 82%-ი მოგებული აქვს.
სიაში მხოლოდ ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომელთა ანგარიშზე პრემიერლიგაში მინიმუმ 50 მატჩია.
საინტერესოა, რომ ტოპ ათეულში 9 ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ,,მანჩესტერ სიტიში'' თამაშობს ან უთამაშია:
- ალექსანდრ ზინჩენკო - მანჩესტერ სიტი/არსენალი (88 მატჩი, 82%-ი მოგებული)
- არიენ რობენი - ჩელსი (67 მატჩი, 82%-ი მოგებული)
- ემერიკ ლაპორტი - მანჩესტერ სიტი (113 მატჩი, 81%-ი მოგებული)
- გაბრიელ ჟესუსი - მანჩესტერ სიტი/არსენალი (173 მატჩი, 77%-ი მოგებული)
- ფილ ფოდენი - მანჩესტერ სიტი (115 მატჩი, 77%-ი მოგებული)
- ედერსონი - მანჩესტერ სიტი (202 მატჩი, 76%-ი მოგებული)
- ბერნარდუ სილვა - მანჩესტერ სიტი (185 მატჩი, 76%-ი მოგებული)
- ილკაი გიუნდოგანი - მანჩესტერ სიტი (174 მატჩი, 76%-ი მოგებული)
- ლეროი სანე - მანჩესტერ სიტი (90 მატჩი, 76%-ი მოგებული)
- რუბენ დიაში - მანჩესტერ სიტი (74 მატჩი, 76%-ი მოგებული)