Belive

ზინჩენკო: "იმედია, ყველაზე მტანჯველი სიკვდილით მოკვდები"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უკრაინაში გამოცხადებული საომარი მდგომარეობის და რუსეთის ფედერაციასა და უკრაინის რესპუბლიკას შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების ფონზე, უკრაინის ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" მარცხენა მცველმა, ოლექსანდრ ზინჩენკომ სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიმართა.

"მთელი ცივილიზებული სამყარო შეშფოთებულია ჩემს ქვეყანაში შექმნილი ვითარებით. არ შემიძლია შორს ვიყო ამ პროცესისგან და ჩემი აზრის გადმოცემას ვცდილობ. ფოტოზე - ჩემი ქვეყანაა. ქვეყანა, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ქვეყანა, რომლის ფერებსაც ვიცავ საერთაშორისო სპორტულ არენაზე. ქვეყანა, რომელსაც ვცდილობთ განვადიდოთ და განვავითაროთ. ქვეყანა, რომლის საზღვრები ხელშეუხებელი უნდა დარჩეს. ჩემი ქვეყანა უკრაინელებს ეკუთვნით და ვერავინ ვერასდროს მიითვისებს. ჩვენ არ დავთმობთ! დიდება უკრაინას", - წერს ზინჩენკო Instagram-ში.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Alex Zinchenko (@zinchenko_96)

ამ პოსტის შემდეგ, ზინჩენკომ კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იყო გამოსახული წარწერით: "იმედია, ყველაზე მტანჯველი სიკვდილით მოკვდები".

სხვა სტატიები