Belive

ზიდანთან დაახლოებულმა პირებმა პარი სენ-ჟერმენთან კავშირი უარყვეს

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

“რეალ მადრიდიდან” წასვლის შემდეგ, არ წყდება ჭორები ზინედინ ზიდანის ფეხბურთში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ფრანგი სპეციალისტი არაერთხელ დააკავშირეს “მანჩესტერ იუნაიტედთან”, “პსჟ-სთან”, “იუვენტუსთან” და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთანაც კი. თუმცა, 50 წლის “ზიზუ” კვლავ ჩამოშორებულია სამწვრთნელო საქმიანობას.

2022 წელს ზინედინმა აღნიშნა, რომ მალე საინტერესო სიახლეს გაავრცელებდა.

“მენატრება თუ არა მწვრთნელის პიჯაკი? ცოტაც მოიცადეთ. შორს არ არის ის დრო, რომ მწვრთნელობას დავუბრუნდე.” – განაცხადა ზიდანმა  RMC Sport-თან საუბრისას.

ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ზიზუ" პარიზულ გრანდს ჩაიბარებდა. თუმცა ეს მხოლოდ ჭორი აღმოჩნდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ზიდანს არაფერი უთქვამს, თუმცა, მასთან დაახლოებულმა პირებმა "პარი სენ-ჟერმენთან" კავშირი უარყვეს. RMC Sport-სთან საუბრისას მათ აღნიშნეს, რომ "პსჟ-ს" წარმომადგენლებს ზიდანთან საუბარი არ ჰქონიათ.

შეგახსენებთ, რომ ზიდანმა “რეალში” ასპარეზობის პერიოდში 11 ტიტული მოიგო: 3 ჩემპიონთა ლიგა, 2 საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, 2 ევროპის სუპერ თასი, 2 ლა ლიგა და 2 ესპანეთის სუპერ თასი.

სხვა სტატიები