Belive

ზიდანს ზაფხულში მანეს შეძენა სურს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზინედინ ზიდანი სადიო მანეს შეძენას მეორედ შეეცდება - ფრანგ სპეციალისტს "ლივერპულის" შემტევის შეძენა ჯერ კიდევ იმ პერიოდში სურდა, სანამ "რეალს" მე-3 ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ დატოვებდა. მიუხედავად იმისა, რომ მანეს შეძენის პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, ზიდანს შეტევის ხაზში მისი ხილვა კვლავ ძალიან სურს. სენეგალელ შემტევს მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში 17 გოლი აქვს გატანილი, რის შედეგადაც მისი სატრანსფერო ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მანე განსაკუთრებით პროდუქტიული 2019 წელს გახდა - გასულ 11 მატჩში მან 11 გოლი გაიტანა. Transfermarkt-ის თანახმად, მანეს სატრანსფერო ღირებულება €85 მილიონს შეადგენს. "საუთჰემპტონის" ყოფილ მოთამაშეს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2023 წლის ნოემბრამდე აკავშირებს და როგორც თავად აცხადებს, იგი თავს "ენფილდზე" შესანიშნავად გრძნობს. "მე ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს აქ. ჩემი სურვილია, რომ "ლივერპულის" ისტორიაში შევიდე და იმედი მაქვს, რომ მომავალში რაღაც განსაკუთრებული აუცილებლად მოხდება," განაცხადა მანემ.

სხვა სტატიები