Belive

ზიდანს ზაფხულში ხუთი ფეხბურთელის გაშვება უნდა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალის" თავკაცს ზაფხულში გუნდიდან 5 ფეხბურთელის გაშვება სურს. მიმდინარე სეზონში "სამეფო კლუბს" საქმეები იდეალურად არ წაუვიდა. ლა ლიგის მოგება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა და იყო უდიდესი ალბათობა იმისა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდებოდა. საუბარია ხამეს როდრიგესზე, გარეთ ბეილზე, ლუკას ვასკეზე და მარიანო დიასზე. გუნდი ასევე შეიძლება დატოვონ ლუკა მოდრიჩმა, ბრაჰიმ დიაზმა და ნაჩო ფერნანდესმა.
Capture
კოლუმბიელი ფეხბურთელი 2 წლის განმავლობაში, იჯარის წესით, მიუნხენის "ბაიერნში" ასპარეზობდა, თუმცა გერმანელებმა მისი გამოსყიდვა არ ინებეს. როდრიგესის მადრიდში დაბრუნების შემდეგ არასდროს ყოფილა ძირითადი შემადგენლობის წევრი. ზიდანი მას ფაქტიურად არ ენდობა. ბეილის წასვლასთან დაკავშირებით არაერთხელ დაიწერა, მაგრამ უელსელი ჯერ კიდევ "რეალის" ფეხბურთელია. მიუხედავად ამისა ზინედინ ზიდანი  ღიად აცხადებს უელსელის მიმართ უკმაყოფილებას. ზაფხულში ბეილის ჩინეთში გადასვლა თითქმის გარდაუვალი იყო, მაგრამ პერესმა ტრანსფერი ბოლო წუთს ჩაშალა. თავად ბეილს მადრიდის დატოვება არ სურს და ამას იმით ხსნის, რომ მის ოჯახს ძალიან მოსწონს ესპანეთში ცხოვრება. ლუკა მოდრიჩის სიტუაცია ცოტა გასაკვირია. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში ლუკამ მხოლოდ 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გულშემატკივარს მისი წასვლა არ სურს. 2 წლის წინ ხორვატი ფეხბურთელის შეძენით "ინტერი" ინტერესდებოდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ  ჩაანაცვლებს მოდრიჩს, მაგრამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, აქტიურად იწერებოდა "იუნაიტედის" ვარსკვლავის პოლ პოგბას ყიდვის შესახებ. ამჟამად ფრანგი ფეხბურთელი ტრავმირებულია და სეზონის ნახევარზე მეტი გაუცდა. პოგბას აგენტმა, მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მას ძალიან სურს პოგბას მადრიდში ხილვა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

სხვა სტატიები