Belive

ზიდანმა ალ ნასრის 150-მილიონიან შეთავაზებაზე უარი თქვა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზინედინ ზიდანი შეთავაზებას საუდის არაბეთში მუშაობის შესახებ არ დათანხმდა, ინფორმაციას Foot Mercato ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ,,ალ ნასრი'', სადაც კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს, სპეციალისტს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობდა, რა დროშიც ფრანგი 150 მილიონ ევროს მიიღებდა.

ზიდანს მუშაობა ევროპის Top 5 ლიგის გუნდში სურს, შესაბამისად უარის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ესაა.

,,ალ ნასრმა'' ყოფილი მწვრთნელი, რუდი გარსია აპრილში დაითხოვა. უცხოურ მედიაში დაიწერა, რომ კლუბის გადაწყვეტილება გარსიასა და რონალდუს შორის არსებულმა კონფლიქტმა განაპირობა.

სხვა სტატიები