Belive

ზიდანი წარსულს ემიჯნება | ფილიპ დიალომ დიდი ცვლილება შენიშნა

21 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის რანგში, მუშაობა ოფიციალურად დაიწყო. პირველივე ნიშნები მიუთითებს, რომ ზიზუს მიდგომა, წინამორბედი სამწვრთნელო შტაბისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ზიდანის მიერ, პირველი სანაკრებო განაცხადის გამოქვეყნებისა და კლერფონტენში ჩატარებული საწყისი ვარჯიშების შემდეგ, უკვე შეინიშნება განსხვავებული ატმოსფერო და ტაქტიკური მიდგომა.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ფილიპ დიალომ გამოცემა La Provence-სთან საუბრისას, დაადასტურა, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი, დეშამის 14-წლიანი მუშაობის პერიოდში ჩამოყალიბებულ მიდგომას ემიჯნება.

ვფიქრობ, მას ძალიან მკაფიო წარმოდგენები აქვს იმის შესახებ, რისი გაკეთება სურს და როგორ უნდა მართოს საფრანგეთის ნაკრები. თქვენც ხედავთ ამას - ის წარსულს ემიჯნება. ეს ნამდვილად ახალი თავია. - ფილიპ დიალო

მიუხედავად იმისა, რომ მიდგომები შეიცვალა, საბოლოო მიზანი კვლავ იგივეა - გამარჯვება. დიალომ ხაზი გაუსვა, რომ ზიდანის სურვილი, გუნდში არსებული სისტემა შეცვალოს, ძლიერ კონკურენტულ მოტივაციასა და ეროვნულ გუნდთან პირად კავშირს ეფუძნება.

მოსალოდნელია, რომ ზიდანი, დეშამის მიერ შექმნილ საფუძველზე დაყრდნობით, კიდევ უფრო ძლიერ გუნდს ააშენებს. თუ წინა ეპოქა, სტაბილურობითა და დიდ სანაკრებო ტურნირებზე, მუდმივად, შორეულ ეტაპებზე გასვლით გამოირჩეოდა, ახლა იმედი აქვთ, რომ ზიზუ " ლე ბლეს" იმ დამატებით ბიძგს შემატებს, რომელიც, უშუალოდ, ტიტულის მოსაპოვებლადაა საჭირო.