Belive

ზიდანი მორიგ ტრანსფერს ამზადებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებული ზინედინ ზიდანი გუნდის გაძლიერებას გეგმავს. Daily Records-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგ სპეციალისტს "რეალში" ნაბილ ფეკირის მიყვანა სურს. "ლიონის" ფრანგი შემტევი ნახევარმცველი წინა წელს "ლივერპულში" გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა. ცნობისთვის, ფეკირმა მიმდინარე სეზონში "ლიონის" მაისურით 30 მატჩი ჩაატარა, სადაც 12 გოლსა და 7 ასისტს მოუყარა თავი.

სხვა სტატიები