Belive

ჟუნინიო: ,,პსჟ-ს გულშემატკივრებს სრული უფლება აქვთ, რომ მესის უსტვინონ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ლიონის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟუნინიო პერნამბუკანომ, განაცხადა, რომ არ გაუკვირდება თუ ,,რენთან'' მატჩში ,,პარი სენ ჟერმენის'' გულშემატკივრები ლეო მესის დაუსტვენენ.

Mundo Deportivo-მ პარიზული გუნდის ულტრასების ერთ-ერთი წარმომადგენლის კომენტარი გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ფანები არგენტინელი ვარსკვლავის მისამართით სტვენას აპირებდნენ.

,,მესიც ადამიანია. ფანებს თავში ბოლო მატჩი (ბაიერნთან წაგება) უტრიალებთ. მის მიმართ სტვენა საერთოდ არ გამაკვირვებდა.

როცა ვთამაშობთ, კარგად გვიხდიან, ვაკეთებთ საქმეს, რომელიც მოგვწონს. ბოლოს და ბოლოს, გულშემატკივრებისთვის ვთამაშობთ. სტვენა მესის მისამართითაც კი ნორმალურია, მიუხედავად იმისა, რომ სეზონში 35 გოლი აქვს გატანილი. ,,პსჟ'' ლიგა 1-ში დომინირებს. რამაც შოკში ჩამაგდო იყო ის, რომ ,,ბაიერნთან'' მატჩში აგრესია აკლდათ... გულშემატკივრებს სტვენის სრული უფლება აქვთ,'' - განაცხადა ჟუნინიომ.

მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 31 შეხვედრაში 18 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები