Belive

ჟოზე მოურინიო: "სევილიასთვის ფინალი ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩვენთვის კი განსაკუთრებული შემთხვევა"

11 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ევროპა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ფინალური შეხვედრის წინ, "რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა და "სევილიასთან" მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

"ჩვენ ვიმსახურებთ ამ ფინალში თამაშს. ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობდით. ეს გრძელი გზა იყო, არა ისეთი, როგორც ჩვენი მეტოქისთვის, რომელიც ჩემპიონთა ლიგიდან გადმოვიდა. ჩვენ გვინდა თამაში, დრო დადგა. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ საუკეთესო ფორმაში ვიბრძოლოთ ტიტულისთვის.

ისტორია ფეხბურთს არ თამაშობს. ჩემი კოლეგა ("სევილიას" მწვრთნელი მენდილიბარი) სხვაგვარად ფიქრობს, მე მას პატივს ვცემ. მას სჯერა, რომ ისტორია "სევილიას" ფავორიტად აქცევს და მე ამას პატივს ვცემ. ჩვენ ფინალში ვართ, რადგან ამას ვიმსახურებთ. მათ აქვთ ისტორია, რომელიც ჩვენ არ გვაქვს. მათთვის ფინალში თამაში ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩვენთვის კი არაჩვეულებრივი ამბავი.

"სევილიას" ჰყავს შესანიშნავი გუნდი, უფრო სწორად, ორი შესანიშნავი გუნდი, რადგან მათ უმაღლესი დონის 25 მოთამაშით დაკომპლექტებული შემადგენლობა აქვთ. ისინი ყველანი უმაღლესი დონის პროფესიონალები არიან და "სევილიას" უამრავი ვარიანტი აქვს, მაგრამ ისინი არ იცნობენ ჩემს ბიჭებს და არ იცნობენ ჩემს გუნდს, როგორც ერთ მთლიან მექანიზმს.​​

მენდელიბარი ჩემი თაობისაა, იგივენაირი ნაცრისფერი თმით. ჩვენ თანაბარ პირობებში ვართ. იგივე ეხება ფეხბურთელებს: "სევილიას" მეტი გამოცდილება აქვს, მაგრამ ჩვენ ერთად ვთამაშობთ ორი წელია", - თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

"სევილიასა" და "რომას" მატჩი ბუდაპეშტში გაიმართება და თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები