Belive

ჟორჟე ჟეზუშის განცხადება და მადრიდში გაფრენა - რა ელის რონალდუს ნაკრებიდან წასვლის გამო

14 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუს მიერ პორტუგალიის ნაკრების შეკრების დატოვება, შესაძლოა, მხოლოდ გუნდიდან წასვლით არ დასრულდეს. ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის რეგულაციებით, ვარსკვლავს დისციპლინური სანქციებიც ემუქრება.

რონალდუმ ნაკრების ბანაკი მას შემდეგ დატოვა, რაც მთავარმა მწვრთნელმა, ჟორჟე ჟეზუშმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ შემადგენლობის შერჩევასა და ტექნიკურ საკითხებში სრული სამოქმედო თავისუფლება აქვს. ამ განცხადების შემდეგ კრიშტიანუმ კოპენჰაგენი კერძო თვითმფრინავით დატოვა და მადრიდში გაფრინდა.

ესპანური Marca პორტუგალიურ O Jogo-ზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ნაბიჯი ფეხბურთელს შეიძლება ძვირად დაუჯდეს. ფედერაციის სადისციპლინო წესდებით, თუ წასვლა უმიზეზოდ ჩაითვლება, მას 1-დან 6 თვემდე დისკვალიფიკაცია და ფინანსური ჯარიმა ელის.

წესდებაში გარკვევით წერია: ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც გამოძახების შემდეგ საპატიო მიზეზის გარეშე მიატოვებს შეკრებას, არ გამოცხადდება ვარჯიშზე, მატჩზე ან ოფიციალურ ღონისძიებაზე, 1-დან 6 თვემდე დისკვალიფიკაციით დაისჯება. პროფესიონალი ფეხბურთელისთვის დამატებით განსაზღვრულია 5-დან 10 საანგარიშო ერთეულამდე ჯარიმა.

რადგან ერთი საანგარიშო ერთეული 102 ევროა, რონალდუს პოტენციური ჯარიმა 500-დან 1 000 ევრომდე მერყეობს.