Belive

ჟორჟე მენდეშმა უეფა გააკრიტიკა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიელი ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა UEFA ლუკა მოდრიჩისთვის წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის გადაცემისთვის გააკრიტიკა. მენდეშის აზრით, ჯილდოს მისი კლიენტი იმსახურებდა. "ფეხბურთს მოედანზე თამაშობენ და არა კაბინეტში. რონალდუ სწორედ მოედანზე იყო საუკეთესო. ჩემპიონთა ლიგაზე პორტულაგიელმა 15 გოლი გაიტანა და "რეალს" ტურნირი ისევ მოაგებინა. "სასაცილო და სამარცხვინოა. ვფიქრობ, თვით მოდრიჩსაც არ ეპარება ეჭვი, რომ რონალდო საუკეთესოა". დღევანდელ დღემდე, UEFA-მ კრიშტიანუ რონალდუ წლის საუკეთსო ფეხბურთელად ზედიზედ სამჯერ დაასახელა.

სხვა სტატიები