ოფიციალური ინფორმაციით, პორტუგალიური "ბენფიკას" ფეხბურთელი, ჟოაო ფელიქსი, მომავალი სეზონიდან "ატლეტიკოს" რიგებში ითამაშებს.
ცნობილია, რომ ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ მადრიდელებმა კოლოსალური თანხა, €126 მილიონი გადაიხადეს.
19 წლის ტალანტი საყოველთაო ყურადღების ქვეშ გასულ სეზონში მოექცა - მან ყველა ტურნირზე გამართულ 43 შეხვედრაში, 20 გოლის გატანა და 11 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.