Belive

ჟოაო ნევეში: "2004 წელს რონალდუ EURO-ს თამაშობდა, მე დაბადებული არ ვიყავი"

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის ფინალის გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრები გახდა. პორტუგალიელებმა ესპანეთის ნაკრები თერთმეტმეტრიანების სერიაში (5:3) დაამარცხეს და ერთა ლიგის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვეს.

მატჩის დასრულებისა და ტიტულის მოპოვების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველმა - ჟოაო ნევეშმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან სანაკრებო ტიტულს სხვა ხიბლი აქვს. გავახარეთ მთელი ქვეყანა, ჩვენი ოჯახები და ყველა ის ადამიანი, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმედებს ჩვენთან ამყარებდა.

კრიშტიანუ რონალდუ კი უბრალოდ ცალკე ფენომენია - იგი 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდა, მაშინ, როდესაც მე ჯერ კიდევ დაბადებული არ ვიყავი. უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ ახლა მასთან ერთად ვთამაშობ და ტიტულებს ერთად ვიგებთ" - ჟოაო ნევეში

შეგახსენებთ, რომ ჟოაო ნევეშს საოცარი სეზონი გამოსდის. მან საკლუბო სეზონში პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის თასი და ჩემპიონატი მოიგო, მისი ტრიუმფი კი ნაკრებში გაგრძელდა და ერთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

სხვა სტატიები