Belive

ჟოან ლაპორტას თქმით, ევროპის სუპერ ლიგა 2025 წელს დაიწყება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონას" პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას სჯერა, რომ იმ შემთხვევაში თუ, სასამართლო ევროპის სუპერ ლიგისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ მის ამოქმედებას წინ ვეღარაფერი აღუდგება.

ევროსასამართლოში FIFA-სა და UEFA-ს წინააღმდეგ სარჩელი არის შეტანილი. აღნიშნული ორგანიზაციები დადანაშაულებულნი არიან მუქარაში, კლუბებისა და მოთამაშეების მიმართ.

მიუხედავად საჯარო უკმაყოფილებისა, ევროპის სუპერ ლიგაში "ბარსელონა", "რეალი" და "იუვენტუსი" მაინც რჩებიან.

"მარტში ან აპრილში ევროსასამართლოს განაჩენი ცნობილი იქნება. სუპერ ლიგა, რომ ღია ტურნირი არ ყოფილიყო მე მის შექმნას არ დავთანხმდებოდი. იმ შემთხვევაში თუ, სასამართლო ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ ტურნირის ამოქმედებას წინ ვეღარაფერი აღუდგება." - განაცხადა ლაპორტამ რადიო Cadena SER-თან საუბრისას.

აღნიშნულ იდეას იზიარებს "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესიც, რომელიც სუპერ ლიგის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. 2021 წელს ესპანელმა განაცხადა, რომ ევროპული ფეხბურთი ავად არის და ამ ახალ ტურნირს მისი გამოჯანმრთელება შეუძლია.

სხვა სტატიები