Belive

ჟირუ: "მესი შემოქმედია, თუმცა არ ვაპირებთ ეს მისი საუკეთესო საღამო იყოს..."

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

18 დეკემბერს 2022 წლის მუნდიალის ფინალი შედგება, სადაც ერთმანეთს საფრანგეთისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ეს მატჩი არაერთი მხრივ იქნება ისტორიული, რადგან მესი მუნდიალზე ბოლო მატჩს ატარებს და მისთვის საოცნებო ტიტულის მოგებას შეეცდება, კილიან მბაპეს კი შანსი აქვს, რომ 23-წლის ასაკში მეორე მუნდიალი მოიგოს და მსოფლიო ფეხბურთის ასპარეზეე უდიდესი განაცხადი გააკეთოს.

მატჩის წინ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა - ოლივიე ჟირუმ, მესიზე და ფინალზე ისაუბრა.

"წინ დიდი ფინალია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მსოფლიო ჩემპიონები ზედიზედ მეორედ გავხდეთ და სახლში ბედნიერები დავბრუნდეთ.

რაც შეეხება ლეო მესის, ის შემოქმედია, ფეხბურთის ნამდვილი ღმერთი და საოცარი მოთამაშეა, თუმცა არ ვაპირებთ, რომ ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო საღამო იყოს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მუნდიალზე ბომბარდირთა დავაში ლეო მესი 5 გატანილი გოლითა და 3 საგოლე გადაცემით ლიდერობს, მეორე ადგილზე კილიან მბაპეა 5 გოლით და 2 საგოლე გადაცემით, ხოლო მესამე ადგილზე კი ოლივიე ჟირუ იმყოფება, რომლის ანგარიშზეც 4 გატანილი გოლია.

სხვა სტატიები