Belive

ჟერომ ბოატენგმა კარიერა დაასრულა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანელმა ჟერომ ბოატენგმა 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად სპორტსმენმა განაცხადა.

დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი დიდ კლუბებში და ჩემს ქვეყანაში, შედეგად ვისწავლე როგორც მოგება, ასევე წაგება ამით კი გავიზარდე. ფეხბურთმა ბევრი რამ მომცა, ახლა დროა წავიდე. არა იმიტომ, რომ ეს მჭირდება, არამედ იმიტომ, რომ მზად ვარ. ყველაფრისთვის მადლიერი ვარ: გუნდების, გულშემატკივრების, იმ ადამიანების, ვინც გვერდით მედგა, განსაკუთრებით კი ჩემი ოჯახის და შვილების. - ჟერომ ბოატენგი

ჟერომ ბოატენგი კარიერის განმავლობაში თამაშობდა ისეთ გუნდებში როგორებიცაა: ჰერტა, ჰამბურგი, მანჩესტერ სიტი, ბაიერნი, ლიონი, სალერნიტანა და ლასკი.

კარიერის საუკეთესო პერიოდი ვეტერან ფეხბურთელს მიუნხენის ბაიერნში ჰქონდა, მან გერმანულ გუნდთან ერთად 2-2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, ასევე 9-ჯერ გახდა ბუნდესლიგის გამარჯვებული, 5-5-ჯერ დაეუფლა გერმანიის თასსა და სუპერთასს. მანჩესტერ სიტისთან ერთად კი ინგლისის FA თასი მოიგო. ჟერომ ბოატენგმა გერმანიის ნაკრებთან ერთად 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.

View this post on Instagram

A post shared by Jérôme Boateng (@jeromeboateng)