Belive

ჟერარ პიკე შაბათს კარიერის ბოლო მატჩს ჩაატარებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მცველმა, ჟერარ პიკემ, კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ფეხბურთელმა თავად განაცხადა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ესპანელი ამბობს, რომ შაბათს, ,,კამპ ნოუზე'', ,,ალმერიასთან'' გასამართი მატჩი მისთვის ბოლო იქნება.

ემოციურ 2-წუთიან ვიდეოში 35 წლის ფეხბურთელმა მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა მიმოიხილა.

პიკე ,,ბარსელონას'' ძირითად გუნდში 2008 წლიდან თამაშობს. მცველმა კატალონიურ გუნდთან ერთად 30 ტიტულის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები