Belive

ზეედორფი: ,,მინდა ფინალი, რომელშიც თითო-თითო გოლს მესი და მბაპე გაიტანენ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კლარენს ზეედორფმა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე ისაუბრა:

,,არგენტინა სამაგალითო ნაკრებია - მათ არ ჰყავთ საუკეთესო ფეხბურთელები, მაგრამ კონკურენტუნარიანი, აგრესიული და კომპაქტური გუნდია, რომელშიც ლეო მესი თამაშობს. იგივე შემიძლია ვთქვა საფრანგეთზე, რადგან მათ არგენტინის ნაკრების დონის მოთამაშეები ჰყავთ, შესაძლოა, უფრო მაღალი დონის, და ჰყავთ კილიან მბაპე. ფრანგები ერთად დიდი ხანია თამაშობენ და მოქმედი ჩემპიონები არიან.

ორ ძალიან კარგ გუნდს შორის შესანიშნავი მატჩი გველის. იმისთვის, რაც მესიმ ფეხბურთს მისცა, ჩემპიონობას იმსახურებს. მინდა ფინალი, რომელშიც თითო-თითო გოლს მესი და მბაპე გაიტანენ, ჩემპიონად კი არგენტინას ვირჩევ. დაე, 2:1 მოიგოს,'' - განაცხადა ზეედორფმა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნული ნაკრები საფრანგეთს შეხვდება. მატჩი კვირას, 18 დეკემბერს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები