ზედიზედ მეორედ - კვლავ უმაღლესი შეფასება, ყაზაიშვილი სიმბოლურ გუნდში მოხვდა | Sofascore
ჩინეთის სუპერლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში შანდონგ ტაიშანმა უჰან თრი თაუნსი სტუმრად 3:5 დაამარცხა. ვაკო ყაზაიშვილმა მე-18 წუთზე ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა, შემდეგ კი დუბლი შეასრულა და თავის გუნდს მოაგებინა, ჯერ 83-ე წუთზე, ხოლო 90+3 წუთზე მეორე გოლიც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ვაკო ყაზაიშვილი შეხვედრაში საუკეთესო ფეხბურთელი იყო და Sofascore-მა უმაღლესი შეფასება 10.0-იც დაუწერა, ის ტურის საუკეთესო თერთმეტეულშიც მოხვდა, სრულად სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: ვეიგუო ლიუ (დალიან ინბო) - 8.2
მცველები: მამადუ ტრაორე (დალიან ინბო) - 8.2, უმითჯან იუსუპი (შანხაი პორტი) - 7.9, ჟანგ ინკაი (ჩუნცინ ტუნლიანლუნი) - 7.5, იუ დონგი (ქინდაო ვესტ ქოუსთი) - 7.7
ნახევარმცველები/შემტევები: იბრაჰიმ ამადუ (ჩუნცინ ტუნლიანლუნი) - 8.2, ლინ ლიანმინგი (ბეიჯინგ გუოანი) - 8.8, ჟანგ სიჟე (ბეიჯინგ გუოანი) - 8.5, ვაკო ყაზაიშვილი (შანდონგ ტაიშანი) - 10.0
თავდამსხმელები: კრიზანი (შანდონგ ტაიშანი) - 10.0, გუსტავო (ჰენანი) - 9.2
ჩინეთის სუპერ ლიგის 29-ე ტურის საუკეთესო თერთმეტეული | Sofascore
ვაკო ყაზაიშვილს მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 13 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.