Belive

ზედიზედ მეორედ - კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესოობისთვის იბრძვის

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზედიზედ მეორედ, საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძვის.

თებერვლის თვეში მოპოვებული აღიარების და თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელების შემდეგ, 22 წლის ქართველი ვარსკვლავი მარტშიც საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

კვარაცხელიასთან ერთად საუკეთესოობისთვის მისივე თანაგუნდელი, ცენტრალური მცველი კიმ მინჯაე, "სასუოლოს" ნახევარმცველი, არმანდ ლორიენტე, ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი ადრიენ რაბიო და "უდინეზეს" მცველი, დესტინი უდოგიე იბრძვის.

მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ, რაც აღნიშნული გათამაშება ტარდება. ე.ი. 2019 წლიდან მოყოლებული, ჯილდო ზედიზედ ორჯერ, მთლიანობაში კი სამჯერ არავის მოუგია, იმ შემთხვევაში კი თუ "ნაპოლის" ლიდერი გაიმარჯვებს, მაშინ თვის საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად, ერთპიროვნული რეკორდსმენიც გახდება.

მარტის თვეში კვარაცხელიამ და "ნაპოლიმ" იტალიის ჩემპიონატში 3 შეხვედრა ჩაატარეს, საიდანაც პირველში დამარცხდნენ, დანარჩენი ორი კი გამარჯვებით დაასრულეს. ქართველმა ფეხბურთელმა მარტში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

ხვიჩა კვარაცხელიასთვის ხმის მიცემა მითითებულ ბმულზე გადასვლითაა შესაძლებელი.

ხვიჩა კვარაცხელიას, 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 29 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 13 საგოლე პასი გაკეთებული. მის აქტივში ასევე 5 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები