Belive

ზედიზედ მე-10, ხოლო სულ მე-14 | მოდრიჩი ხორვატიის საუკეთესო ფეხბურთელია

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და მილანის ლეგენდარული ფეხბურთელი 2025 წლის ხორტვატიის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

40 წლის ვეტერანმა ნახევარმცველმა აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეთოთხმეტედ მოიგო, ხოლო საუკეთესოდ მას ზედიზედ 10 წლის განმავლობაში ასახელებენ.

შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩი მილანში მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა, მან 2025/26 წლების სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით 35 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ხორვატ ფეხბურთელს კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება.