Belive

ზაზა დოლიძე: "კახა ჩხეტიანთან გრძელვადიანი პროექტი გვაქვს, გვინდა იდეალური სინთეზი შევქმნათ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამოს თბილისის" გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის კახა ჩხეტიანის და მასთან გაფორმებული კონტრაქტის დეტალებზე ისაუბრა. "ჩვენ ორწლიან კონტრაქტზე და გრძელვადიანი თანამშრომლობის გეგმაზე შევთანხმდით. ხმაურიანი პროექტი გვაქვს. კახა ჩხეტიანი "დინამოს" მთლიან სპორტულ მიმართულებას ჩაიბარებს და მთავარ გუნდთან ერთად აკადემიასაც უხელმძღვანელებს. ჩვენი პრიორიტეტი აკადემიის განვითარება და იქ აღზრდილი ფეხბურთელების მთავარ გუნდში ინტეგრირებაა. კახა ამ იდეით მოხიბლულია და მიზნის ერთად მიღწევას ვგეგმავთ.  არ დავმალავთ, რომ ნიკა ნინუას აქვს საკმაოდ კარგი ვარიანტები, მათ შორის გერმანიის და იტალიის ჩემპიონატებიდან, თუმცა ჩვენ ამ ეტაპზე მის შენარჩუნებას ვაპირებთ და მხოლოდ მაშინ გავუშვებთ, როცა თავისთვის ოპტიმალური ვარიანტი ექნება, ფაქტია დაინტერესება არსებობს. რაც შეეხება ლევან კუტალიას, მას "დინამოსთან" კონტრაქტი დაუმთავრდა და როგორც სხვა ფეხბურთელებთან, ისევე ეროვნული ლიგის წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ვგეგმავთ. გუნდის ესპანელ ლეგიონერებთანაც ანალოგიური სიტუაცია გვაქვს, მათი კონტრაქტი ამოწურულია და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.  ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდა "დინამოელების", გამოცდილი ქართველი ფეხბურთელების და ლეგიონერებისგან იდეალური სინთეზი შევქმნათ",-თქვა ზაზა დოლიძემ.

სხვა სტატიები