Belive

ზაფხულში დავიდ ლუისი ჩელსის დაემშვიდობება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზაფხულში ბრაზილიელი მცველი, დავიდ ლუისი "არისტოკრატების" რიგებს დატოვებს.
დავიდ ლუისს მიმდინარე კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და არც მას და არც "ჩელსის" ერთმანეთთან თანამშრომლობა არ სურთ. ცნობილი გამოცემა, The Sun-ის ცნობით, ლუისს შესაძლოა ხელშეკრულების მხოლოდ ერთი სეზონით გახანგრძლივება შესთავაზონ, რაც ბრაზილიელს არ აკმაყოფილებს. ბოლო პერიოდში ლუისი "ჩელსის" ძირითად შემადგენლობაში მუდმივად ხვდება და მაურისიო სარი მისი გაშვების წინააღმდეგია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას სურს, რომ ბრაზილიელს გრძელვადიანი კონტრაქტი შესთავაზოს, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერ-ჯერობით უცნობია. ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, დავიდ ლუისის გადაბირება "ბარსელონას" სურს, რომელსაც დაცვის ცენტრში მცირე პრობლემები აქვს. დავიდ ლუისის ტრანსფერის შესახებ როგორ განვითარდება მოვლენები, ცოტახანში გახდება ცნობილი.

სხვა სტატიები