Belive

ყველაზე მოულოდნელი ჩემპიონები fourfourtwo-ის მიხედვით

4 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ვებ-გვერდმა fourfourtwo.com-მა ქვეყნების ჩემპიონატების ყველაზე მოულოდნელი გამარჯვებულები დაასახელა. ხშირად ნამდვილად არ ხდება, რომ ჩემპიონობა არაფავორიტმა გუნდმა მოიპოვოს, რადგან სეზონი გრძელია და ძირითადად ის გუნდები დომინირებენ, რომლებსაც მეტი ბიუჯეტი აქვთ, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც.

პატარა გუნდებს თავის გამოჩენის შანსს, უფრო მეტად, თასის თამაშები აძლევს, რადგან შეხვედრები ოლიმპიური სისტემით ტარდება და ერთ თამაშში გამარჯვების ფასიც გაცილებით დიდია. ეროვნულ ჩემპიონატებში მოულოდნელობა საკმაოდ იშვიათია და გამარჯვებული, 10-დან 9 შემთხვევაში გრანდი ხდება. ყველაზე მოულოდნელი ჩემპიონების ათეული ასე გამოიყურება :

1. ვერონა - 1984/85, იტალია.

2. ლესტერი - 2015/16, ინგლისი.

3. მონპელიე - 2011/12, საფრანგეთი.

4. კაიზერსლაუტერნი - 1997/98, გერმანია.

5. ბოავიშტა - 2000/01, პორტუგალია.

6. ლარისა – 1987/88 წწ., საბერძნეთი.

7. დეპორტივო - 1999/2000, ესპანეთი.

8. ტვენტე - 2009/10, ნიდერლანდები.

9. რიეკა - 2016/17, ხორვატია.

10. ნაპოლი - 1986/87, იტალია

პირველ ადგილზე არა "ლესტერი", არამედ "ვერონა" გავიდა, იმ სეზონს იტალიელები "სასწაულის წელიწადს" უწოდებენ. 1984/85 წლებში "ჰელას ვერონამ" შოკში ჩააგდო სერია A და სკუდეტო მოიპოვა.

სეზონში, სადაც მსაჯები შემთხვევითობის პრინციპით ინიშნებოდნენ, რათა თავიდან აეცილებინათ შესაძლო ქრთამი. უდიდესი ყურადღება ეთმობოდა დიეგო მარადონას ნაპოლიში და მიშელ პლატინს იუვენტუსში, მაგრამ ოსვალდო ბანოლის გუნდმა სეზონში მხოლოდ ორი მარცხი განიცადა ისტორიული ტრიუმფი დააფიქსირა.

სხვა სტატიები