Belive

ყარაბაღის ფეხბურთელმა ევროტურნირების ისტორიაში უნიკალური მიღწევა დააფიქსირა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, აზერბაიჯანული ყარაბაღი სტუმრად ბილბაოს ატლეტიკს ეთამაშება. მატჩი ანგარიში სტუმრებმა, კერძოდ კი ლეანდრო ანდრადემ პირველივე წუთზე გახსნა, რომელმაც ამ გატანილი გოლით ევროტურირების ისტორიაში უნიკალური მიღწევა დააფიქსირა.

კერძოდ - ლეანდრო ანდრადე გახდა პირველი ფეხბურთელი ევროტურნირების ისტორიაში, რომელმაც პირველ წუთზე 3 სხვადასხვა მატჩში გაიტანა (2023 წლის დეკემბერში ჰაკენის წინააღმდეგ, 2025 წლის იანვარში სტიაუას წინააღმდეგ და დღევანდელ მატჩში).

ლეანდრო ანდრადე 26 წლის კაბო ვერდელი ფორვარდია, რომელიც აზერბაიჯანულ გრანდში 2021/2022 წლების სეზონიდან თამაშობს და კლუბის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია.

მას მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში 3 მატჩში 2 გოლი დაუგროვდა.

სხვა სტატიები