Belive

yahoo: "კვარაცხელია და ოსიმენი მარადონას გვერდით დადგნენ"

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლი" იტალიის ჩემპიონი მესამედ გახდა. ნეაპოლელებმა ეს 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხეს, ამაში კი დიდი წვლილი ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვით. ამ ფაქტს გამოეხმაურა yahoo sports, ამერიკულმა გამოცემამ კვარასა და ოსიმენს შემდეგი სტატია მიუძღვნა:

"ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" უდიდესების რანგში დიეგო მარადონას შეუერთდნენ, მას შემდეგ რაც სამხრეთ იტალიურმა კლუბმა სკუდეტო მესამედ მოიპოვა.

ოსიმენმა და ზაფხულში მოსულმა კვარაცხელიამ დამანგრეველი დუეტი შექმნეს, რომელიც ჩემპიონობის მოსაპოვებლად და თაობების ოცნების ასასრულებლად საკმარისი აღმოჩნდა.

ვიქტორ ოსიმენის გამოსახულებით ხშირად შეხვდებით ნამცხვრებს, ყავას თუ სააღდგომო კვერცხებს, მისი და კვარაცხელიას ნახატები კი ნეაპოლის ქუჩებში დიეგო მარადონას უმშვენებს მხარს

ქართველმა ფლანგის ჯადოქარმა სეზონში უკვე 12 გოლი და 10 ასისტი მოაგროვა, რაც მსოფლიოს ტოპ კლუბების სასურველთა სიაში მოსახვედრად საკმარისზე მეტიცაა.

ამიტომ ნაპოლი კვარას ორმაგ ხელფასსა და კიდევ ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს. ორივე ფეხბურთელისთვის ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალში გასვლა შეიძლება იმედისმომცემი და საკმარისი იყოს, რათა მათ შემდეგ სეზონშიც ნეაპოლში იასპარეზონ."

სხვა სტატიები