Belive

ვულვზი ხულენ ლოპეტეგისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ვულვზის" ნომერ პირველი სამიზნე, მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, ხელუნ ლოპეტეგია. "სევილიადან" წასვლის შემდეგ, ესპანელი მწვრთნელი უგუნდოდ არის დარჩენილი. ორივე მხარე იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.

ჟორჟე მენდეშს, რომელიც "მგლებთან" საკმაოდ დაახლოებული პიროვნებაა, ლოპეტეგისთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

ოქტომბერში ინგლისურმა კლუბმა განაცხადა, რომ 2023 წლამდე სტივ დევისი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დარჩებოდა. ვარაუდობენ, რომ იგი სათავეში მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, აღარ იქნება.

"ვულვზმა" დევისის მეთაურობით ხუთ მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა. ვულვერჰემპტონელები პრემიერ ლიგის ცხრილში 10 ქულით, მე-19 ადგილს იკავებენ და გასავარდნ ზონაში იმყოფებიან.

სხვა სტატიები