Belive

"ვულოცავ რუდიგერს კარგ თამაშს, მაგრამ ეს ჰოლანდის მხოლოდ პირველი შეხვედრა იყო" - პეპ გვარდიოლა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

17 მაისს "რეალსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება. პირველი მატჩი ამ ორ გუნდს შორის ფრედ 1:1 დასრულდა და ყველაფერი "ეტიჰად სთეიდიუმზე" გადაწყდება.

"ქალაქელები" ამ შეხვედრას კარგ ხასიათზე ხვდებიან. პრემიერ ლიგაში "ევრტონი" 3:0 დაამარცხეს და ჩემპიონობის განაღდებამდე მხოლოდ ერთი გამარჯვება აკლიათ.

აღნიშნული მატჩის შემდეგ, პეპ გვარდიოლამ რუდიგერისა და ჰოლანდის დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ვულოცავ რუდიგერს კარგ თამაშს, მაგრამ ერლინგი სულ რაღაც 22 წლისაა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველად თამაშობს. პირველად ბერნაბეუზე წასვლა, ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოედანზე, უმაღლესი დონის კლუბის წინააღმდეგ, კარგი მცველების, ნახევარმცველებისა და თავდამსხმელების წინააღმდეგ თამაში რთულია. მაგრამ, შემდეგ ჯერზე ბევრად ადვილი იქნება." - განაცხადა პეპ გვარდიოლამ.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდი მთელი სეზონის განმავლობაში მოედანზე დომინირებს, "რეალის" წინააღდეგ მან ეს ვერ მოახერხა. როგორც ჩანდა, რუდიგერს ნორვეგიელი ფორვარდის უშუალო მეურვეობა ევალებოდა, რაც კარგად გამოუვიდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ერლინგს ღირებული არაფერი გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ "რეალისა" და "მანჩესტერ სიტის" ნახევარფინალური დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები