Belive

ვოლტემადეს დამატება „იუვენტუსსა“ და „დორტმუნდს“ სურთ

2 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

„იუვენტუსს“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო ეტაპზე „ნიუკასლ იუნაიტედის“ თავდამსხმელის, ნიკ ვოლტემადეს დამატება სურს.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით ტურინული კლუბი შეტევის ხაზის რეორგანიზაციას გეგმავს და ახალი პროექტის ფარგლებში შეტევითი პოტენციალის გასაძლიერებლად გერმანელი ფეხბურთელის დამატების შესაძლებლობას განიხილავს, განსაკუთრებით ჯონათან დევიდის შესაძლო წასვლის ფონზე. კანადელი ფორვარდის დამატებით მადრიდის „ატლეტიკოა“ დაინტერესებული.

არსებული ინფორმაციით, „იუვენტუსის“ შეთავაზება ვოლტემადეს იჯარით აყვანას და შემდგომი გამოსყიდვის შესაძლებლობას ითვალისწინებს - ეს ზუსტად შეესაბამება ტურინული კლუბის ბოლო პერიოდის სატრანსფერო პოლიტიკას, რომელიც დაბალრისკიან, თუმცა პოტენციურად მაღალშემოსავლიან გარიგებებზეა ორიენტირებული. „იუვენტუსმა“ „ნიუკასლთან“ უკვე დაამყარა კონტაქტი და იჯარის პირობები განიხილა. საუბარია დაახლოებით 5 მილიონი ევროს ოდენობის საიჯარო თანხაზე.

თუმცა ვოლტემადესთვის ბრძოლაში „იუვენტუსი“ ერთადერთი ევროპული გრანდი არ არის. გერმანელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს დორტმუნდის „ბორუსიაც“ იჩენს, რომელიც შეტევის ხაზში შექმნილი მოულოდნელი პრობლემის მოგვარებას ცდილობს.​

Bild-ის ცნობით, დორტმუნდელებმა სატრანსფერო ბაზარზე დაბრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუნდის ერთ-ერთ ახალწვეულმა იანის კონსტანტელიასმა მძიმე ტრავმა  მიიღო. ფეხბურთელმა წინა ჯვარედინი იოგები  გაწყვეტა. 

ფორვრდის პოზიციაზე, ვოლტემადე „იუვენტუსის“ ერთადერთი სამიზნე არ არის. ტურინელები კვლავ აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ჯოშუა ზირკზეეს ტრანსფერის თაობაზე. გავრცელებული ინფორმაციით, „იუვენტუსმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკვე წარუდგინა საწყისი შეთავაზება - დაახლოებით 2.5 მილიონი ევროს ოდენობის საიჯარო თანხა და მომდევნო ზაფხულში ფეხბურთელის 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება.

„ნიუკასლის“ მთავარ მწვრთნელმა, მათიას იასლემ, ფეხბურთელის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოიჩინა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გუნდისთვის მთავარი არსებული შემადგენლობის შენარჩუნებაა. ინგლისური კლუბი ვოლტემადეს წასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ თავად შეძლებს მისი შემცვლელის დამატებას.

სხვა სტატიები