ვოიცეხ შესნი: "მესი ერთადერთი ფეხბურთელია, რომლისაც კარიერის განმავლობაში მეშინოდა"
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონას მეკარე ვოიცეხ შესნი კარიერის განმავლობაში ყველაზე რთული მეტოქის შესახებ საუბრობს.
"ყველაზე რთული ფორვარდი, რომელსაც კი ოდესმე შევხვედრივარ, ლიონელ მესი გახლდათ. თუმცა, შესაძლოა, სხვა თავდამსხმელებიც იყვნენ, რომლებმაც ჩემთვის მეტი გოლის გატანა შეძლეს, რადგან მან მხოლოდ სამი გამიტანა.
მესი ერთადერთ ფეხბურთელად რჩება, რომლისაც მეშინოდა. ის სასიკვდილოდ საშიში მოთამაშეა", - ამბობს გამოცდილი პოლონელი მეკარე.
ვოიცეხ შესნისა და ლიონელ მესის გზები საფეხბურთო მოედანზე 7 მატჩში, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე გადაიკვეთა. 7 შეხვედრიდან 5-ში მესის გუნდებმა მოიგეს, თითო-თითოჯერ კი ფრე დაფიქსირდა და გამარჯვება შესნიმ იზეიმა.