Belive

ვლადიმირ ვაისი: "კვარაცხელიას ლორენცო ინსინიეს შეცვლა შეუძლია"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ეროვნული გუნდის შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მას "ნაპოლიში" ლორენცო ინსინიეს შეცვლის რესურსი აქვს.
"ვფიქრობ, ხვიჩა მზად არის "ნაპოლიში" გადასასვლელად. მას იმ მოთამაშის ყველა თვისება აქვს, რომელსაც შესანიშნავი ფეხბურთის თამაში შეუძლია. თუ ტრანსფერი განხორციელდება, ძალიან ბედნიერი ვიქნები. "ნაპოლი" კარგი გუნდია და ხვიჩას შეუძლია ინსინიეს შემცვლელად თამაში მარტივად შეუძლია. ვფიქრობ, ის გამოავლენს თავის თვისებებს: სიჩქარე, დრიბლინგი, პასი. ხვიჩა დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელია და მას შეუძლია დიდი კარიერის აშენება. ყველაფერი მხოლოდ მასზე იქნება დამოკიდებული, ფაქტია, რომ წარმატების მისაღწევად ყველა თვისება არსებობს", - თქვა სლოვაკმა სპეციალისტმა.
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს 2016-20 წლებში წვრთნიდა და ჩატარებული მატჩების (47) და გამარჯვებების რაოდენობით (16) "ჯვაროსნების" რეკორდსმენი მწვრთნელი გახლავთ.

სხვა სტატიები